jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ალფა თრეიდინგი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

პრემიალური ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი კომპანია "ალფა თრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას, კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

https://www.alphatrading.biz

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ალკოჰოლური სასმელების, კვების პროდუქტების ან სხვა სწრაფად სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით.
** იგივე მიმართულებით სუპერვაიზერის ან Key Account -ის მიმართულებით მუშაობის სტაჟი ჩაითვლება პრიორიტეტად..
** ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სტაჟი ასევე ჩაითვლება პრიორიტეტად.
** საქართველოს სავაჭრო საცალო ქსელის კარგად ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სასურველია.
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელი მოთხოვნაა.
** ანალიტიკური აზროვნება, სწრაფი რეაგირების უნარი აუცილებელი თვისებებია.
** მიზანდასახულობა და გუნდური მუშაობის უნარი აუცილებელი თვისებებია

მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების და ზრდის სტრატეგიის შემუშავება და მისი შეუქცევადი ზრდის უზრუნველყოფა.
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თვის-კვარტლის-წლის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
** კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით ხარჯვის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათთვის დავალებების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
** დაქვემდებარებულ პირებზე გეგმების გაწერა და მათი შესრულების მონიტორინგი.
** დებიტორული დავალიანებების მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირება.
** ქსელურ და მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება.
** კონკურენტების მონიტორინგი და მათი მუშაობის ანალიზი.
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და მართვა.
** ახალი კატეგორიების, ბრენდების და პროდუქტების იმპორტის ინიცირება და მათი განვითარება.
** BTL კომუნიკაციების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ჰორეკა ქსელის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება.
** სავაჭრო ქსელის სეგმენტაცია
** მივლინებები რეგიონებში.
** მომწოდებლების მიერ დაგეგმილი კამპანიების განხორციელება ქართულ ბაზარზე.
** მოსალოდნელი გაყიდვების და შეკვეთების შესაბამისად საჭირო პროდუქციის ნაშთები პროგნოზირება;
** მარჟების კონტროლი.
** სავაჭრო ქსელის მუდმივი ზრდა
** ბიუჯეტირება
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან

სახელფასო მოტივაცია:

** 70% ფიქსირებული ხელფასი
** 30% საბონუსე ნაწილი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასაუბრო დრო

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: import@alphatrading.biz



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |