"USA Logistics Group" ახორციელებს მანქანების გადაზიდვას აშშ-ს ტერიტორიაზე და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორ-დისპეტჩერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 17:00-03:00/16:00-02:00 (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
სამუშაო ადგილი: ვერა, თბილისი
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
** სასურველია და არა აუცილებელი უმაღლესი განათლება
** სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ისე წერითი (მინიმუმ B2)
ძირითადი მოვალეობები:
** მანქანების დატვირთვის და ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა
** ფირმებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კონტაქტი და სათანამშრომლო ურთიერთობის დამყარება
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა
საქმის წარმოება მოხდება ინგლისურ ენაზე.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** ანაზღაურება - $500-$3000-მდე (გამომუშავებით)
** ანაზღაურებადი ტრენინგი/გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე - $300
** კომფორტული და სასიამოვნო გარემო
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** ღამის ტრანსპორტირება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: usalogisticsgroup@gmail.com