"MBG Rent" ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში გახდეს ხელმისაწვდომი ყველა მშენებლისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონსტრუქციის აშენება და მოპირკეთება. კომპანია დაფუძნდა 2017 წელს. MBG Rent-ის ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
კომპანია "MBG Rent" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 500 ლარი და საბონუსე სისტემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომპანიის პროდუქტების გაცნობა და მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვა მიზნების და გეგმის შესაბამისად;
** კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებები გაყიდვების მენეჯერთან ერთად;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, და მომსახურებების შესახებ;
** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** მომხმარებლების პროცედურული მხარდაჭერა;
** შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 ოქტომბერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV), ელფოსტაზე: vacancy@mb.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"MBG Rent" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!