სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მზა კვების, ფრეშის განვითარების კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კატეგორიების განვითარების თანმიმდევრული სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც პასუხობს ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს და მოთხოვნებს;
** კატეგორიის ასორტიმენტის მუდმივი განახლება მომხმარებლის მოთხოვნის, მრავალფეროვანი შეთავაზების, სეზონურობის და სიახლეების დანერგვის მიზნით;
** ასორტიმენტის მოთხოვნის საფუძველზე პროდუქტის ზუსტი მახასიათებლების განსაზღვრა და წარმოების გუნდთან პროდუქტის შექმნაზე თანამშრომლობა;
** პროდუქტის ხარისხობრივი და საგემოვნო თვისებების მუდმივი მონიტორინგი, დეგუსტაციების დაგეგმვა და შედეგების წარმოების გუნდთან გაზიარება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების მოთხოვნა;
** ფრეშის მიმართულებით ახალი კატეგორიების განვითარების მიზნით პროექტული სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
** კატეგორიების ჭრილში საფასო პოლიტიკის მართვა, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ბაზარზე, გარემო ცვლილებებზე დროული რეაგირება;
** კატეგორიების, ობიექტების კლასტერების ჭრილში ეფექტური პლანოგრამის შემუშავება;
** კატეგორიის განვითარების, გაყიდვების, მომგებიანობის ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მზა კვება/ფრეშის კატეგორიების მართვის მიმართულებით, FMCG სექტორში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, პროგრამა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სიახლეებზე და გარემო ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარი;
** კროს-ფუნქციურ დეპარტამენტებთან გუნდურად მუშაობის უნარი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მზა კვების, ფრეშის განვითარების კომერციული მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!