jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის წარდგენა და მისი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი საჭიროებების და მოთხოვნების სწორად გაგება;
** სადეგუსტაციო ღვინის ნიმუშების, ბროშურების, ფლაიერების და ა.შ. სამიზნე აუდიტორიაში გავრცელება;
** პროდუქციის სადემონსტრაციო "დესქის", სტენდის, დახლის და ა.შ. მოწყობა, მარაგების შევსება და მის სისუფთავესა და მიმზიდველ იმიჯზე ზრუნვა "მერჩენდაიზინგის" სტანდარტების დაცვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი, მათი გაყიდვების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის გაყიდვების ანგარიშგება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე, ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე - B2);
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირებისა და პროდუქციის შეთავაზების უნარი;
** კარგად განვითარებული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ალკოჰოლური სასმელების შეფასებისა და აღწერის საბაზისო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სს "თელიანი ველი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |