jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კირქვის მიმღები დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 80529_Application_Form_6854182.zip
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში კირქვის მიმღები დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #70
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა, (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კირქვის მიმღები დანადგარის უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ყველა აგრეგატის გამართულობის ვიზუალურად შემოწმება.
** ლენტური ტრანსპორტიორების ზედამხედველობა, უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** ნედლეული მასალების დოზატორების სწორი და უსაფრთხო ოპერირების უზრუნველყოფა.
** ნედლეულის საფქვავ-საშრობი წისქვილის დოზირების კვანძის ხვიმირებში მასალების რაოდენობების კონტროლი და მათი დროული შევსების უზრუნველყოფა.
** ცვლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების/გაუმართაობების შესახებ უშუალო მენეჯერის დროულად ინფორმირება.
** სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
** სამუშაო ადგილის დასუფთავება.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

არსებული ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე
** და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბენეფიტებს (ანაზღაურებადი 24 (სამუშაო) დღიანი შვებულება, 10 (კალენდარული) დღიანი შვებულება, და სხვა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კირქვის მიმღები დანადგარის ოპერატორი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |