jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული - დღე/ღამის ცვლა
** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

ბენეფიტები:

** კვების დანამატი
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** სწავლებისა და განვითარების სისტემა
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მექანიკური, ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი
სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენება, აღრიცხვა, კონტროლი
** დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება
** დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება
** არსებული გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება/ შესრულებაში მონაწილეობის მიღება
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
** დაზიანებების და ავარიების ანალიზი
** დოკუმენტაციის წარმოება გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და მათი დროული შეკვეთის შესახებ
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, მექანიკის მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სხვადასხვა ტიპის მექანიზმების ცოდნა
** პნევმატური სისტემების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო ხაზის დანადგართან მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |