jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ელექტრობის და შენობის მართვის სისტემების დეპარტამენტში.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მათი საჭიროებების გასარკვევად;
** ინჟინერ-პროექტანტებთან კონსულტაცია პირველადი პროექტის მახასიათებლებისა და საჭირო კომპონენტების შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად;
** პროექტის სრულყოფილი ბიუჯეტის შედგენა;
** პროდუქტების განფასება;
** კლიენტზე მორგებული პროდუქტის, მომსახურების მომზადება და შეთავაზება;
** ოპერაციების სამსახურისთვის პროექტის შესახებ სრული ტექნიკური და ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტის განხორციელების პერიოდში კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია;
** კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** მიმდინარე პროექტების შესრულების ზედამხედველობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და არსებულებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება;
** მომწოდებლებთან პროდუქტის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური (B2 დონეზე) ენების ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დასაქმების პირობები

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული, საბონუსე სქემა - შეთანხმებით
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი.

https://career.ugt.ge/job-invite/940/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |