jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საკონდიტრო სკოლის კოორდინატორი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო სკოლის კოორდინატორის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.
ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.
კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.
"ასორტში" შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი / 10:00 - 19:00 სთ
ანაზღაურება: 800 - 1300 ლარი
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / Fitpass-ით სარგებლობა / კარიერული განვითარება

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური კომუნიკაცია ასორტის სკოლის ვებგვერდისა და სხვა სოციალური პლატფორმების მეშვეობით (Facebook, Instagram);
** ასორტის სკოლის ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების მართვა და მონიტორინგი;
** სასწავლო სკოლის კურსის დეტალების გაცნობა დაინტერესებული სასწავლო ჯგუფის წევრებისთვის;
** სასწავლო ჯგუფების დაორგანიზება;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - სასწავლო ჯგუფის წევრებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სწავლების პროცესის დაორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** სკოლისთვის განსაზღვრული რეპორტის წარმოება, დარეგისტრირება;
** ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია/ დახვედრა და კოორდინირება;
** მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** საჭიროებისამებრ ოპერატიული დახმარება პრობლემური საკითხების მოგვარებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ " საკონდიტრო სკოლის კოორდინატორი" ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1D5MCnqxKWqJ_BU5dOnXmJqcPDv77jg281o86nf8nvME/edit

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |