განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების შესწავლა, ძირითადი პარამეტრების იდენტიფიკაცია და ოპტიმალური პარამეტრების სტატისტიკური გამოთვლა დეტალური ანალიზისთვის;
** პერსონალური ექიმების, პერსონალური ექიმი/ანალიტიკოსებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ამბულატორიული და მედიკამენტური საგარანტიოების დეტალური ანალიზი;
** კომპანიაში არსებულ პორტალებზე დარეგისტრირებული შემთხვევების და მათზე შესაბამისი რეაგირების ანალიზი;
** ანალიზსა და რეპორტებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;
** არსებული პროექტების მუდმივი განახლება, განვითარება და ახალი პროექტების შემუშავება;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ფინანსების მიმართულებით);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.