"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, ცვლიანი სამუშაო განრიგი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო ოპერაციების წარმოება GMP სტანდარტის და ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად;
** წარმოების პროცესის დაწყებამდე დანადგარების მომზადება;
** წარმოების პროცესის დასრულებისას დანადგარების დასუფთავება;
** მედიკამენტების წარმოება საწარმოო ფურცლის შესაბამისად;
** წარმოების პროცესის დოკუმენტირება შესაბამის ჟურნალში კომპანიაში მოქმედი წესის შესაბამისად;
** სამუშოების წარმოება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის და სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ფარმაციის განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საწარმოო დანადგარებთან და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია GMP მოთხოვნების ფარმაცევტულ საწარმოში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.