"კოლორ ჯგუფი" - არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ სერვის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა და მიღებული შეკვეთების ფასების დაანგარიშება;
** გაყიდვების სამსახურიდან მიღებულ პოტენციურ შეკვეთებზე ფასის ოპერატიული დაანგარიშება და მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის/დამკვეთისთვის შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში;
** შეკვეთის გაფორმება და წარმოებისთვის შეკვეთის ფორმის მიწოდება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების, კერძოდ, ექსელის კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** გაყიდვებში ან სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მოგვარების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის ქ. N 3
ჩვენთან დაგხვდება:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების თანადაფინანსება;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათი (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემო და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!