jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად), რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სარეგისტრაციო დოსიეების მომზადება;
** დოსიეების წარდგენა საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** მარეგულირებელი ორგანოდან მიღებულ შენიშვნების წერილებზე დროულად, დადგენილ ვადებში რეაგირება;
** მასალების არქივირება კომპანიაში მოქმედი წესის და ვადების სრული დაცვით;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის/ფარმაციის დარგში;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინფორმირებულობა საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
** სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო დოსიეს შექმნის (CTD ფორმატი) გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |