სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე:
1. სავაჭრო წარმომადგენელი - (პრისელერი) ჰორეკას მიმართულებით
2. პრომო აგენტი (პრომოუტერი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
1. სავაჭრო წარმომადგენელი ჰორეკას მიმართულებით (პრისელერი)
მოთხოვნები:
** ახალი ობიექტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ჰორეკა ობიექტების ბაზების დამუშავება და სავაჭრო ქსელის გაფართოება;
** ჰორეკა მიმართულების ახალი კონტრაქტორების მოძიება და თანამშრომლობა;
** პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით ჰორეკას სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული საქმიანი მოლაპარაკების და მიმოწერის წარმოების უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
2. პრომო აგენტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა
** მომხმარებლების დარწმუნება და შეკვეთის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 6 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.