"აერო ჰენდლინგ ჯორჯიას" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში HR ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე.
პირველი ქართული საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების კომპანია "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" დაარსდა 2023 წლის დასაწყისში. იგი აერთიანებს 250-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება, როგორც ქართულ, ისე, უცხოურ ავიაკომპანიებს.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
** საპენსიო შენატანის სრულად დაფარვა;
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და შემდგომი პროცესის ადმინისტრირება;
** აეროპორტის ტერიტორიაზე საშვებთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
** SELF-ის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ - ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია SELF-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება hr@ahgeorgia.com.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებებს!