განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების QA სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** ფუნქციონალური სპეციფიკის ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური და ხარისხობრივი ტესტირება და გამოვლენილი შეცდომების ანალიზი;
** კომპანიის IT პროდუქტების ფუნქციონალური ანალიზი;
** პროგრამული უზრუნველყოფის (ების) ფუნქციონალური და ხარისხობრივი ტესტირების გეგმის შედგენა/განხორციელება;
** საინტეგრაციო და სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა;
** პროდუქტის ტესტირება / ხარისხის უზრუნველყოფა (QA) / ხარისხის მონიტორინგი (QC);
** პროდუქტის, ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, სხვადასხვა ეტაპზე (Functional testing, Non-functional testing, Change-related testing).
** ტესტირების სცენარების ჩამოყალიბება, განახლება და ადმინისტრირება;
** ეფექტური ტესტ ქეისების შექმნა ამოცანის მოთხოვნებზე და დიზაინზე დაყრდნობით;
** ხარვეზების გამოვლენა, აღწერა, კლასიფიკაცია და ჩართულ მხარეებთან შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ტესტირების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საპროექტო გუნდთან (დეველოპერებთან, პროექტ მენეჯერებთან, დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ჩართულ მხარესთან);
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);
** აუცილებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
** ტესტირების მეთოდოლოგიების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის (SDLC) და ტესტირების (STLC) სასიცოცხლო ციკლის ცოდნა;
** Manual ტესტირების პრინციპებისა და ტესტირების ტიპების (ფუნქციონალური ტესტირება, არა ფუნქციონალური ტესტირება, ცვლილებებთან დაკავშირებული ტესტირება (რეტესტინგი, რეგრესიული ტესტირება)) ცოდნა;
** ვებ აპლიკაციის მუშაობის პრინციპების ცოდნა (Cross-browser testing, Responsive web design testing);
** API დოკუმენტაციის გარჩევა;
** API-ის ტესტირება Postman-ის გამოყენებით;
** Microsoft SQL-ის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** HTML / CSS ცოდნა საბაზისო დონეზე;
** Devtools-ის ცოდნა (HTML/CSS-ის მოდიფიკაცია, Inspect Elements / Inspect Network);
** ტესტირების ტექნიკების და დონეების ცოდნა;
** ბაგ რეპორტების შექმნა (Jira-სთან ან სხვა bug tracking სისტემასთან მუშაობა);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.