შპს "FMG (Food Management Group)" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
"FMG (Food Management Group)" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1200-დან 1500-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი