jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხარის/1cოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და გატარება პროგრამა 1C-ში (ბანკი, შესყიდვები, გაყიდვები, ხარჯები)
** რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა 1C პროგრამიდან;
** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** საქონლისა და მომსახურების შემოსვლის გატარება;
** ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, კორექტირება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/დადარება;
** უშუალო უფროსისა და მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ფლობა - აუცილებელი პირობაა; 
** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გულუას ქ. N3) (ორთაჭალა)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები 09:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარიდან გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ განცხადებას და CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@flexsecure.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |