jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო ოთახებსა და სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს სისუფთავის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტები.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების ოთახებისა და ღია სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება არსებული სტანდარტების და პროცედურების მიხედვით.
** დასუფთავებისთვის საჭირო ნივთების მომარაგება და კონტროლი;
** სტუმრების ოთახების, საერთო სივრცეების და ოფისების, სასტუმროს საკუთრებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიების რეგულარული შემოწმება, სისუფთავის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, სასტუმროს სტანდარტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის მიხედვით.
** შრომის, უსაფრთხოების და სანიტარული რეგულაციების დაცვა და შენარჩუნება, ქიმიკატებთან და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობასთან პროცედურების შესაბამისად მოპყრობა.
** სტუმრებთან პოზიტიური ინტერაქცია, მათი მოთხოვნების გათვალისწინება და დროული რეაგირება.

მოთხოვნები:

** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კარგი საორგანიზაციო და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირება.
** სასურველია დასუფთავების პროცედურების, დასუფთავების ტექნიკების ცოდნა.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |