jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N24
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარისტა) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |