jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Four Seas Trading
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სააქციო საზოგადოება "ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვის პროდუქტების, ღვინისა და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირმო მაღაზია და ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთაც ვაწვდით ჩვენს პროდუქციას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. 27.
სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო განრიგი, კვირაში 6 დღე. კვირა დღეს დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

მძღოლი-დისტრიბუტორის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის ტრანსპორტირება
** ზედნადების მიხედვით პროდუქციის მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვა
** თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა (ადგილზე შეგასწავლით)
** ხელსაყრელი მარშრუტის დაგეგმვა პროდუქციის დროული მიწოდებისათვის კორპორაციული და ასევე კერძო კლიენტებისათვის
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
** მენეჯერისა და საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია (მექანიკა)
** მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლიანობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (პსპ)
** მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს
** წინსვლისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას
** ანაზღაურებადი მივლინება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - d.lagazashvili@fourseas.ge ან nika@fourseas.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |