სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი "La Quinta by Wyndham" და "Wyn" რეზიდენსი, 100-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი "River Rock Hotels and Resorts" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2300 ლარიდან 3000 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს/აპარტამენტების ოთახების დასუფთავების/ სამრეცხაოს, ნომრების სისუფთავის, თეთრეულის, აღჭურვილობების, სტუმრების მოთხოვნებისა და ტექნიკური დეპარტამენტისთვის სამუშაოების შეკვეთების განხორციელება.
** სასტუმროს სრული დასუფთავება მომზადებული გეგმის შესაბამისად;
** დასუფთავების დეპარტამენტისა და სამრეცხაოს მუშაობის ორგანიზება;
** სასტუმროს/აპარტამენტების ინსპექტირება;
** დასუფთავების და სამრეცხაო დეპარტამენტთან წარმოქმნილ სტუმართა მიერ საჩივრების ეფექტური განხილვა;
** კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან და ინფორმაციის მიწოდება გენერალურ მენეჯერთან;
** სტუმარზე მორგებული სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა-დანერგვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო განრიგის შედგენა.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!