jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეზერვაციის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Lopota Lake Resort & Spa", შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.

რეზორტი 2008 წელს დაარსდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.

იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

სასტუმრო კომპლექსი "Lopota Lake Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** სასურველია საოპერაციო პროგრამა "ფიდელიოს" ცოდნა;
** ტურისტულ სფეროში, სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-4 წლიანი გამოცდილება გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი სუპერვაიზერის ან მენეჯერის პოზიციაზე.
** OTA მენეჯმენტის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკეთებს შემოსავლების მაქსიმიზებას და ამაღლებს სტუმრის კმაყოფილების ხარისხს, მომართულია დატვირთულობისა და საშუალო დღიური განაკვეთის ზრდისკენ;
** სტიმულირებას უკეთებს "up-selling" აქტივობებს;
** საშუალო დღიური განაკვეთისა და სასტუმროს ექსტრა შემოსავლის ზრდის მიზნით ატრეინინგებს რეზერვაციების აგენტს გაყიდვებისა და up-selling-ის კუთხით რეგულარულად;
** უზრუნველყოფს ყველა განსაკუთრებული მოთხოვნის შესაბამის გამკლავებას ჯავშნების მიღებითა და მომავალი ჯავშნების ზედამხედველობით;
** აკეთებს განსაკუთრებული მოთხოვნებისა და ვიპ განთავსების სწორ და დროულ პრე-ჯავშნებს;
** აკონტროლებს ოთახების ფასებს და ხელმისაწვდომობას ყველა ჯავშნის არხზე;
** რეკომენდაციას უწევს კომერციულ დირექტორს კორპორატიული და ტურისტული ფასების შეზღუდვების დაწესებაზე სასტუმროს დატვირთულობიდან გამომდინარე;
** უფლებამოსილების ფარგლებში, მოლაპარაკებას აწარმოებს პოტენციურ სტუმრებთან ფასებზე;
** ყოველდღიურად გადის მომავალი ერთი კვირის ჯავშნებს, ამოწმებს ჯავშნების სისწორეს, დასტურის და ყველა დაპირების შესრულების მატერიალიზაციას.
** ბუღალტრულად ამოწმებს გადახდებს ყოველდღიურად;
** ტურისტული სააგენტოების საკომისიო გადახდებს აკონტროლებს;
** ამოწმებს ჯავშნების მარკეტ კოდების და სორს კოდების სწორად შეყვანის პროცედურებს;
** ქმნის "rate code"-ებს სხვადასხვა პაკეტებისთვის და აკეტებს ამ პაკეტების კომუნიკაციას "მემო"-ების ფორმატით;
** უზრუნველყოფს კორესპონდენციის, ზარების და ნებისმიერი სხვა ინდივიდუალური რეზერვაზიის დროულ, პროფესიონალურ გამკლავებას სტანდარტების დაცვით;
** დასტურის გაგზავნასთან ერთად ამზადებს და სტუმარს/ტურისტულ კომპანიას აწვდის პრო-ფორმა ინვოისს;
** აწარმოებს განმეორებითი სტუმრის ისტორიას, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს;

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@lopotaresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |