ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.ec.ge
"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე ინვენტარიზაციის წარმოება;
** კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე საწყობის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი, როგორც პროგრამულად ასევე ადგილობრივად;
** შემოსული მოთხოვნის ფორმის დამუშავების, სასაწყობე ნაშთების გადამოწმებისა და ინფორმირების უზრუნველყოფა შესაბამისი ნაშთის არსებობის/არ არსებობის შესახებ;
** ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა, შესაბამისი აქტის შედგენის უზრუნველყოფა;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დანაკლისების სწორად აღრიცხვა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე და ობიექტებზე მიკუთვნება;
** რეპორტების მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!