სპორტული დარბაზების ქსელი "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ქართული ცეკვა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ვეკუას #14.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი);
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "ბარისტა".
სპორტ დარბაზი "რეფორმა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!