"MyDay" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1100 ლარი + ინდივიდუალური ბონუსი
კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი ფუნქციები:
** დარბაზის კონტროლი: მერჩენდაიზინგი, დაზიანებული ნივთის მოხსნა ან შეკეთება, ცარიელი ადგილების შევსება პროდუქციით, სისუფთავის და წესრიგის კონტროლი მაღაზიაში.
** ჰელიუმის კონტროლი და შეკვეთა
** ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქციის შეკვეთა და განთავსება
** მაღაზიის პარკების ნაშთის კონტროლი და შეკვეთა
** იმპორტის შემოსვლისას ზედნადების ატვირთვა
ასევე გაყიდვების კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
** მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით.
** მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება მაიდეის მომსახურებების შესახებ
** მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
** მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან.
** მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
** შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
** სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
** პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
** ფასმაჩვენებლების კონტროლი
** მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
** მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.
** სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
** მიწოდების სერვისის წარმომადგენლებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
** კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის/საოპერაციო დირექტორის/დირექტორის მიერ, კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება
განათლება და გამოცდილება:
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
** კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
** პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** თავაზიანი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
** პუნქტუალური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hello@my-day.ge