სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.
ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
ფუნქცია - მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და სამუშაო გრაფიკის მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დარბაზში ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** დარბაზში ჰიგიენისა და წესრიგის კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთა / მიღება / ნაშთების კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** კომპანიის დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური/რუსულის ენების ცოდნა.
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!