jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვები;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბაზისური ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://talent.sage.hr/jobs/88d5f00d-ecf7-4b09-90dc-c3fb44f5528b ა.წ. 20 ოქტომბრამდე.

გისურვებთ წარმატებას!

"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 0322244600



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |