jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შემგროვებელი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს ელექტრონული მაღაზიისთვის, შემგროვებლის პოზიციაზე ვეძებთ.

აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
** სამუშაო გრაფიკი: ერთცვლიანი (09:00- 18:00)
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1020 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული შეკვეთების შეგროვება, გასაგზავნად გამზადება და შესაბამისი წესით განთავსება;
** გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
** სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/1Tuyy

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |