სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ხაზის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს საწარმოო პროცესის უწყვეტობა;
** უზრუნველყოს შესაფუთი მასალების უწყვეტი მიწოდება საწარმოო ხაზისთვის და ხარისხის კონტროლი (არ იყოს დაზიანებული ან ბრენდირების გარეშე და ა.შ.);
** უზრუნველყოს საწარმოო ხაზის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** უზრუნველყოს წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი (მაგ.: პროდუქცია არ იყოს დახეული);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საწარმოო ხაზის ოპერატორის პოზიციაზე;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** კვება, დაზღვევა;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 27 ოქტომბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწარმოო ხაზის ოპერატორი"
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.