jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში.

"მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:

** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი.

აღნიშნულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.mifasi.ge/

Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს, ჩვენი მიმართულების, სხვადასხვა ტიპის პროექტებზე.

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** * პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |