"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამედიცინო ჰოლდინგი "VIVO Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, ბოხუას ქ.4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ანაზღაურება: განიხილება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური დამოუკიდებელი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესის მართვა;
** თვის დახურვის პროცესში დახმარების გაწევა რეპორტინგის გუნდის წევრებისთვის და ბუღალტერიის სამსახურის ხელმძღვანელთან კოორდინაცია;
** სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** მნიშვნელოვანი პროცესებისთვის პროცედურების შექმნა;
** დამფუძნებელთა/სამეთვალყურეო საბჭოს კრებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
** ჯგუფის წლიური და შუალედური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა BIG4-ის წევრ აუდიტორ კომპანიასთან;
** SARAS-ის მიზნობრიობით ანგარიშგებების მომზადება ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის, განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით;
** ხაზინის კომიტეტში ყოველდღიური მონაწილეობა;
** Cash flow-ს ყოველთვიური ბიუჯეტირების პროცესის მართვა მულტიპროფილური კლინიკების ჭრილში;
** წლიური ბიუჯეტის მომზადება და პროცესის მართვა;
** ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების და სადაზღვევო კომპანიების) მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** საინვესტიციო პროექტების მომზადება და პროცესის მონიტორინგი;
** ფინანსური რეპორტინგის გუნდის ხელმძღვანელობა მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა შინაარსის რეპორტების მომზადების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ძირითადი მიმართულება ფინანსები;
** ACCA/CFA კვალიფიკაცია სასურველია;
** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით;
** IFRS სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება;
** ინგლისურ ენის ფლობა C1 დონეზე - სრულყოფილად წერის და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Power BI-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** PPT-ში პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება IFRS სტანდარტების შესაბამისად (განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით) ინგლისურ ენაზე;
** ფინანსური აუდიტის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** წლიური ბიუჯეტის მომზადებისა და პროცესის მართვის უნარი;
** ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება, სწრაფად ათვისების შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ ბალანსის და 1C სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** პროცედურის წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** საინვესტიციო პროექტების მომზადების გამოცდილება;
** შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების (პროცესის მართვის) უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი)
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.