"ტერაბანკის" აჭარის რეგიონულ ფილიალში ბიზნეს მრჩეველს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გაქვს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი
** საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
** ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა და მომსახურება
** სადეპოზიტო პორტფელის შექმნა და მართვა
** ანაბრით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა
** ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო გადარიცხვების განხორციელება
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება - "ბიზნეს მრჩეველი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2024
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!