jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: აი სი არ
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (დღეში 8 საათი სამუშაო დრო) 2 დღე დასვენება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** მაღაზიაში ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების დადგენილი წესის შესაბამისად მართვა, მათ შორის მიღების პროცესზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის ინვენტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა;
** დადგენილი სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ფასდაკლების ნიშნულების განთავსების დროული და ზუსტი უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, შიდა და მიმდინარე საჯარო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** კომპანიის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge.
გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - მაღაზიის მენეჯერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |