jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასტუმროს ტექნიკოსი
მომწოდებელი: Reed Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ორთაჭალაში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15 https://g.co/kgs/YaR4pv
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000-1200 ლარი
** კვებით უზრუნველყოფა
** უნიფორმით უზრუნველყოფა

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული დანადგარების და აღჭურვილობის ზედამხედველობას, რეგულარული ტექნიკური შემოწმებას და შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში
** იცავს კომპანიის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტს და პროცედურას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს ელექტრო მოწყობილობების, წყალგაყვანილობის, გამათბობლების, კონდიციონერების და სხვა სისტემების მონიტორინგს და გამართულ მუშაობას, დროულად აღმოფხვრავს შეფერხებას
** კარგად იცნობდეს შენობის გეგმებს და მახასიათებლებს გაყვანილობის ადგილმდებარეობის და მასთან დაკავშირებული მასალების, საჭირო ინსტრუმენტების და შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრის მიზნით
** დაუყოვნებლივ აგვარებს სხვადასხვა განყოფილებების ტექნიკურ მოთხოვნებს, სასტუმროში პროცესების გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის
** შეასრულოს დისტრიბუციის მიერ მოტანილი პროდუქტების მიწოდება საწყობში და დანიშნულების ადგილებზე.
** აკონტროლოს სასაწყობე მეურნეობა
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციებში

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
** ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა სისტემების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com ან დაგვირეკოთ ნომერზე: 558 400330.

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სასტუმროს ტექნიკოსი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |