jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: მზის ენერგიის ბანკი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

კომპანია "Sun Energy Bank" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000

ძირითადი მოვალეობები:

** სათანადო ოფისის კონდიციაში ყოფნის კურირება
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და განთავსება
** სტუმრების მიღება-დახვედრა, წყლით, ყავით, ჩაით და ა.შ. გამასპინძლება
** ხელმძღვანელის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით დელეგირებული საკითხების შესრულება
** ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, ლოჯისტიკის, საწყობის და სხვა თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია
** კორესპონდენციის მართვა, სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
** კომპანიის მარკეტინგული და კომერციული აქტივობების ცოდნა და მათში ჩართულობა
** კომპანიაში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური ჩართულობა
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების დაფოლდერება, რეესტრის წარმოება
** HR პლატფორმის მართვა. პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი და საკადრო საქმის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** განვითარების პერსპექტივას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@vvcapital.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დირექტორის თანაშემწე".

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |