jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** დამატებით დასვენების დღეებს;
** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, მართვა და მენტორობა;
** დეპარტამენტებთან თანამშრომლობა მარკეტინგული ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
** კონკურენტების ბაზრის კვლევის ანალიზის უზრუნველყოფა;
** სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან კომუნიკაცია და მარკეტინგული მასალების მომზადება;
** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მარკეტინგული მხარდაჭერა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური (C1) და რუსული ენების (B2) ცოდნა;
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |