კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება და წარდგენა შეთანხმებულ ვადაში
** ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, თანხის მოძრაობა; ბალანსი)
** კომპანიის სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ხარჯების მონიტორინგი
** კომპეტენციის ფარგლებში ფინანსურ პროცესებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება
** არსებული ფინანსური მდგომარეობის სწორი შეფასების საფუძველზე, სამომავლო ფინანსური პროგნოზის ჩამოყალიბება და მენეჯმენტისათვის წარდგენა
** კომპანიის ფინანსური რესურსების ხარჯვის სისწორეზე ზედამხედველობა
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ფინანსური დავალებებისა შესრულება
** სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სამუშაო დღეები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე (ორშაბათი-შაბათი)
** ანაზღაურება: 5000 ლარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV-ი შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.