jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პოლისების ადმინისტრირების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ანნა პოლიტკოვსკაიას #9
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული პოლისების/ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
** ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ხელშეკრულების პირობების შემოწმება და ვიზირების უზრუნველყოფა;
** ხელმოწერილი დოკუმენტაციის და ხელშეკრულების პირობების პროგრამული ასახვა;
** ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა;
** ხელშეკრულების გაუქმება;
** პროგრამაში ხარვეზებით შეყვანილი მონაცემების კორექტირება ექსელის ფაილში, პროგრამაში და ახალი პოლისის დამზადების უზრუნველყოფა;
** ღია დანართების პროგრამული აღრიცხვა და თვის დახურვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |