jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის გაყიდვების უფროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავში სერვის ცენტრის გაყიდვების უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 11:00-14:00
ანაზღაურება: 1150 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების ჩათვლით)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება - საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** არსებული კლიენტების შენარჩუნება;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "სერვის ცენტრის გაყიდვების უფროსი კონსულტანტი - რუსთავი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |