jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასტუმროს მიმტანი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: 06:00-15:00 ან 09:00-18:00; კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
** ანაზღაურება: 850 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24).

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** დილის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სასტუმრო ოთახებში უფასო სასმელების განახლება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595977967.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |