jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: NS Studio Architecture & Design
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი, მიღება, გადამისამართება;
** პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
** შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
** თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა.
** პერსონალური კალენდრის მართვა, შეხვედრების ჩანიშვნა;
** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა და კონტროლი.
** პირადი გადარიცხვების წარმოება;
** დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება.
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა.
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:
10:00 - 19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

ანაზღაურება და სხვა შეღავათები:

** გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: info@nsstudio.ge და გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |