jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს ჯევერს ქონსთრაქშენი სამშენებლო-დეველოპერტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ ბანკში;
** თვის, კვარტლის და წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივება;
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადებაში ჩართულობა მთავარი ბუღალტრის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების და ინვენტარის აღრიცხვა/მონიტორინგი;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** ფინანსური დირექტორის და მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი (სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება)
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** პროგრამა 1C-ში (სასურველია) და INFO-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: finance@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პონტუს ლენდი ინვესტ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პონტუს ლენდ ინვეტსში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: finance@pontus.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |