"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
მოვალეობები:
** პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზება, მიწოდების ვადების კონტროლი;
** გადაზიდვების ეფექტური ორგანიზება და განხორციელება;
** სააღრიცხვო - საანგარიშო ინფორმაციის მომზადება;
** დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; (სასურველია თურქული ენის ცოდნა)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge; გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "საოპერაციო მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!