jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლინიკის საოპერაციო პროცესებისა და HR მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის საოპერაციო პროცესებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: გ.სააკაძის დაღმართი #11
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 19:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების შერჩევა და რეკრუტირება.
** სამუშაო გრაფიკების მართვა.
** ორგანიზაციის HR პროგრამაში მუშაობა და მისი გამოყენებით თანამშრომელთა დისციპლინარული საკითხების მართვა.
** შინაგანაწესის დაცვისა და პროტოკოლების აღსრულების მონიტორინგი.
** შრომითი დოკუმენტაციის მართვა.
** შინაგანაწესის დაცვისა და პროტოკოლების აღსრულების მონიტორინგი.
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი.
** შრომის უსაფრთხოების საკითხების კონტროლი.
** კლინიკური სამუშაოს ოპტიმიზაცია: ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტებზე ზრუნვისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლი.
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და მასტერკლასების, ტრენინგების, ვორქშოფების ორგანიზება.
** პაციენტთა კმაყოფილების გასაზრდელად სისტემების დანერგვა და მონიტორინგი.
** პაციენტების უკუკავშირის კონტროლი და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტსა ან სხვა მომიჯნავე სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია სამედიცინო სფეროში.
** შრომის კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა.
** ორგანიზებულობა, დაგეგმვისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
** სამუშაო გამოცდილება ორგანიზაციის შიდა პროგრამულ სისტემებში.

გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@kani.ge.

მადლობა, რომ ჩვენთან მუშაობით დაინტერესდით, წარმატებას გისურვებთ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |