Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეასრულოს ფრონტ ოფისის მოვალეობები, შეხვედრის, მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება;
** ყველა სტუმართან ჩამოაყალიბოს კარგი დამოკიდებულება და მოახდინოს სწრაფი რეაგირება სტუმრის ყველა შენიშვნაზე იმისათვის რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
** უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისათვის რომ კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მისი ყოფნა სასტუმროში;
** უზრუნველყოს სტუმრის შენიშვნების მოგვარება ზრდილობიანად და ეფექტურად უმოკლეს ვადებში;
** უზრუნველყოს აკურატული და ეფექტური გადახდის და რეგისტრაციის პროცესი;
** უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას;
** შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს რეცეფშენის სწორი ფუნქციონირება;
** ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყაროები და უზრუნველყოს რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნეს აღრიცხული;
** უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც სასაუბროდ, ასევე წერით. ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე;
** დილის ცვლა 07:30-15:30, საღამოს ცვლა 15:30-23:00, ღამის ცვლა 23:00-07:30 (კვირაში 1 ან 2).
** ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი+ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.