jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დისტრიბუციის აღრიცხვისა და ანალიზის პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეო-ბი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "Geo-B" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის აღრიცხვისა და ანალიზის პროგრამის ოპერატორის თანამდებობაზე.

აუცილებელია სადისტრიბუციო პროგრამის შესწავლა

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და განსაკუთრებით Excel კარგად ცოდნა.
** ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა, დაკვირვებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

მოვალეობები:

სადისტრიბუციო პროგრამის და RS.GE-ს საშუალებით:

** კომპანიის გაყიდვების რაოდენობრივი/თანხობრივი და საწყობის ნაშთების ანალიზი;
** დისტრიბუტორებთან და კლიენტებთან ურთიერთობა, თანხობრივი ნაშთების და დავალიანების კონტროლი და ანალიზი;
** ბუღალტერიასა და საწყობთან ერთად საქონლისა და თანხების მიმოქცევის კონტროლი და ანალიზი;
** დისტრიბუტორების გაყიდვების გეგმების, ლიმიტების, ბალანსების, ხელფასების, დაბრუნებების კონტროლი და ანალიზი;

ნაწილობრივ ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე, რომლის განმავლობაშიც სრულყოფილად უნდა იქნეს შესწავლილი სადისტრიბუციო პროგრამა.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ 1300 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr.vacancy@thc.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |