კომპანია "IZI BOX" აცხადებს ვაკანსიას მოტოკურიერის პოზიციაზე (როგორც საკუთარი მოტოთი, ასევე კომპანიის ტრანსპორტით) ქალაქ თბილისში.
IZI BOX ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით.
კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონალურ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს.
IZI BOX ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.
უფრო დეტალურად - https://izibox.ge/
თვიური ანაზღაურება: 2500-დან 3000 ლარამდე;
შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე.
ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები შეთანხმებით);
სამუშაო ადგილი: თბილისი;
შეკვეთის ტარიფები და ანაზღაურების პირობები:
ფიქსირებული 1 საათი 6.25 ლარი + ბონუსი/თითო შეკვეთა 2 ლარი;
** 8 საათიან ცვლაში ფიქსირებული 50 ლარი, გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 2 ლარი.
** 12 საათიან ცვლაში ფიქსირებული 75 ლარი, გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 2 ლარი.
თვის ჭრილში საუკეთესო შედეგის მქონე კურიერებს აქვთ დამატებითი ბონუსი;
თანამშრომლობის დაწყებისთვის აუცილებელია: A, A1, A2 ტიპის მართვის მოწმობის წარდგენა.
აუცილებელია: მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი (არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება);
ჩვენ უზრუნველგყოფთ:
** საწვავით;
** ჯანმრთელობის დაზღვევით;
** სატელეფონო სასაუბროთი;
** ტრანსპორტის ცვეთის თანხით (საკუთარი ტრანსპორტის შემთხვევაში)
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY
ვაკანსიის დასახელებაში მიუთითეთ "მოტო კურიერი"- IZI BOX".
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.