კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/
სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული გეგმის, აქტივობების, პოლიტიკისა და პროცესების შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის გაწერა:
** CSR პროექტების განხორციელებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის შედგენა, დასამტკიცებლად წარდგენა;
** პროექტში მონაწილე პერსონალთან კომუნიკაცია, სამუშაო დავალებების გადანაწილება, ჩართულობის უზრუნველყოფა, აღსრულება;
** აღსრულების შემდეგ ანგარიშგება (შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა).
** დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პერიოდული შეხვედრების უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლის სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
** სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, მარკეტინგის ან/და PR-ის მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);
** ევროპული ენები (რუსული, ინგლისური), B2 დონე.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორას" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
სს "ნიკორა" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.