jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ასისტენტი გაყიდვების გუნდში
მომწოდებელი: SISNO Group
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

საერთაშორისო ჰოლდინგი "სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე.

თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების გაყიდვებით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება და ფლობთ ინგლისურ ენას, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.

პოზიცია: ასისტენტი გაყიდვების გუნდში

კომპანიის გთავაზობთ ფიქსირებულ ხელფასს + საპროცენტო განაკვეთს თითოეული შესრულებული ოპერაციიდან.

ფუნქცია მოვალეობები:

** უძრავი ქონების შეძენით/ქირავნობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება (თქვენი უშუალო მენეჯერი მოგაწვდით უძრავი ქონების და მისი შეძნით/ქირავნობით დაინტერესებული პირების მონაცემებს, შესაბამისად, მათი მოძიება არ მოგიწევთ, თქვენი მთავარი ამოცანა შეხვედრების წარმოება იქნება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების ფლობა (რუსული ენიც ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;

კომპანია გთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას
** მეგობრულ გარემოს;
** წინსვლის შესაძლებლობას;

ფინანსური პირობები: ხელფასი: 1200 ლარი (მოჭრილი) + ბონუსი, ასევე, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს და საპენსიო დანაზოგს 4%-ს.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.
ლოკაცია: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: sisno.cv@gmail.com

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |